4/11/2011

რეგიონალური არხები



  1.     აჭარის ტელერადიო დეპარტამენტი 1987 წელს შეიქმნა. 1999 წლიდან "აჭარის ტელევიზია" თანამგზავრზე მაუწყებლობს. ამ მხრივ ის ერთადერთი რეგიონალური არხია საქართველოში.     არხის პრიორიტეტი საინფორმაციო სამსახურია, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ქვეყნისა და რეგიონის ახალ ამბებს ასახვას. აქვს ამ ახალი ამბების არქივი ვებ-გვერდზე , რაც საშუალებას გავძლევს ადვილად მოვნახოთ რომელიმე კონკრეტული დღის ინფორმაცია. პირდაპირი ეთერი საიტ myvideo.ge-ს მეშვეობით ხორციელდება       კახეთის რეგიონალური ტელეკომპანია "გურჯაანის ტელევიზია.
    ვებ გვერდი საკმაოდ დატვირთულია ბანერებით, ფოტოებით, ვიდეოებით, ახალი ამბებითა და რუბრიკებით. თუმცა მიუხედავად ამისა, ეს არ არის გამაღიზიანებელი თვალისთვის და საკმაოდ ადვილი აღსაქმელია.
    ახალი ამბები არც ისე ხშირად განახლებადია. პირდაპირი ეთერი აქაც myvideo.ge-ს საშუალებით ხორციელდება
      ტელეარხი 25 -      1995-1996 წლებში ტელეარხი 25“ საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო რეგიონალურ ტელეკომპანიად ჩამოყალიბდა.თორმეტწლიანი არსებობის მანძილზე, ტელევიზიაში განხორციელდა არაერთი საინტერესო ტელე-პროექტი. მათ შორის: საინფორმაციო პროგრამა ახალი ამბები“, ანალიტიკური თოქ-შოუ „მრავალწერტილი“, გადაცემა ხელოვანთა გალერეა“, მრავალსერიანი დოკუმენტური ფილმი საქართველოს ისტორიის ქრონიკები“, ტელესერიალი ყავახანა და სხვა. 2006 წლის ზაფხულში ტელეარხ 25“ ის ეთერში გადიოდა სტუდენტური გადაცემა "ობიექტივი", რომელზეც ბათუმის უმაღლესი სასწვლებლების ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები მუშაობდნენამჟამად ტელეარხი 25“ აღჭურვილია უახლესი ციფრული აპარატურით. ფონდ ღია საზოგადოება საქართველოსა და IREX-ის თბილისის ოფისის მიერ ტელევიზიას გრანტის სახით გადაეცა ახალი ტექნიკა. მზადდება ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამა მაცნე“, რომელიც აჭარაში მიმდინარე მოვლენებს მიმოიხილავს. მზადდება ყოველდღიური საბავშვო გადაცემა.
      ტელეკომპანია,,იმერვიზია'' ჭიათურის ტელეკომპანიაა,მის მთავარ გვერდზე არის სხვადასხვა რუბრიკების ჩამონათვალი,მოავსებულია უახლესი ვიდეოები.არის რეკლამები და განცადებები.განცხადების განთავსებას გვთავაზობენ თითოეულ ჩვენგანს, მაგრამ ტელევიზიას არ აქვს პირდაპირი ეთერი, უმცა  ბევრი რამ შეგვიძლია გავოგოთ ამ საიტიდან,შეგვიძლია სხვადასხვა ინფორმაციების გაგება როგორც ტელეკომპანიის შესახებ,ასევე სხვა ფაქტებზეც..
    

4/04/2011

რუსთავი 2-ის, იმედისა და კავკასიის ინტერნეტ გვერდების შედარება

  სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული ტელეკომპანიაა საქართველოში.
ხასიათდება ინფორმაციის სწრაფი და ობიექტური გაშუქებით და სწორედ ეს განაპირობებს მის პოპულარობას. რუსთავი 2 ამზადებს მრავალფეროვან და მაღალხარისხოვან ლიცენზირებულ პროგრამებს. ტელეკომპანია “იმედიც” პროგრამათა მრავალფეროვნებით ხასიათდება. სწრაფად და ამომწურავად აშუქებს ახალ ამბებს;   რუსთავი 2-სა და იმედს არც ტელეკომპანია კავკასია ჩამოუვარდება პოპულარობით. (პერიფერიასა და მითუმეტეს საქართველოს საზღვრებს გარეთ მას არ იცნობენ), თუმცა მის პოპულარობას სულ სხვა ფაქტორი განაპირობებს, იგი აკმაყოფილებს ოპოზიციური განწყობის ქართველი მაყურებლის მოთხოვნებს, რადგან ეხება იმ თემებს და სწორედ იმ კუთხით, როგორც სურს მთავრობაზე განაწყენებულ მოსახლეობას და არა ისე როგორც ჟურნალისტიკის სტანდარტები გულისხმობს... საინტერესოა განვიხილოთ ამ არხების ინტერნეტ მაუწყებლობაც.....


LIVE - სამივე არხს გააჩნია პირდაპირი ეთერის ინტერნეტ ვარიანტი ვებ-გვერდზე.

WEB - რუსთავი 2-ს ვებ გვერდი ცოტა გადატვირთულია სხვადასხვა რეკლამებით და ბმულების დიდ რაოდენობას მოიცავს, თუმცა ძნელიც არაა სხვადასხვა თემებთან დაკავშირება, რომელიც მთავარ გვერზე ე.წ. "Headline"-ბის სახითაა წარმოდგენილი. იმედის ვებ-გვერდი შედარებით მარტივია და ადვილად აღსაქმელი, ვიზუალურადაც შედარებით სასიამოვნოდ გამოიყურება. ადვილად აღსაქმელია კავკასიის ვებ გვერდიც და ინტერფეისიც ნორმალურია, იგი მარტივია და არ არის გადატვირთული ფუჭი ინფორმაციითა თუ რეკლამებით.


ოპერატიულობა - რუსთავი 2 და იმედი ნამდვილად აკმაყოფილებს ოპერატიულობის სტანდარტს, ეს ორი არხი მსოფლიოს თუ საქართველოს შესახებ აქტუალურ ინფორმაციას სწრაფად და ხარისხიანად გვაწვდის, ინტერნეტ გვერდების საშუალებით, რომლებზეც ინფორმაცია ახლდება ყოველდღიურად. რაც შეეხება კავკასიას, ეს ტელეარხი გარკვეული თავისებურობით გამოირჩევა, იგი მომართულია ოპოზიციურ სეგმენტზე და შესაბამისად არა ზოგადად აქტუალურ, არამედ იმ ინფორმაციას გვაწვდის ოპერატიულად, რომელიც ამ სეგმენტს აინტერესებს, მოწოდების ფორმაც ნაკლებად უახლოვდება მსოფლიო ტელევიზიებში დამკვიდრებულ სტანდარტებს.



ციფრული მასალის გადმოცემის ხარისხი და სტუდიების ინტერფეისი - - სამივე არხს ნორმალური აქვს და 420p გაფართოებით გადმოიცემა. (თუმცა განსხვავება არის ფერების სიხშირესა და ხარისხში, რითიც რუსთავი 2 ყველას ჯობს, შემდეგ მოდის იმედი და ბოლოს კავკასია, თუმცა სერიოზული არსებითი განსხვავება არ შეიმჩნევა )რუსთავი 2-სა და იმედის ვიდეო გრაფიკა დაახლოებით ერთნაირია და კავკასიას ამ კომპონენტში მცირედით ჯობნის. უკეთესია სტუდიების და წამყვანების ვიზუალური მხარეც, თუმცა შევთანხმდეთ, რომ ეს არ განსაზღვრავს ინფორმაციის შინაარსსა და ხარისხსს.


ობიექტურობა - მეცნიერების უმრავლესობა, რომელიც მედიასფეროს იკვლევს თანხმდება, რომ აბსოლიტურად ობიექტური მაუწყებლობა თითქმის გამორიცხულია, თუნდაც იმიტომ რომ ერთი და იგივე მოვლენას ყველა ადამიანი თავისებურად ხედავს და სხვადასხვა ტელევიზია სხვადასხვა კუთხით აშუქებს, თუმცა არსებობს გონიერების ზღვარი სიცრუესა და სიმართლეს შორის, რომელსაც ტელევიზიები უნდა იცავდნენ. რუსთავი 2 და იმედი მრავალგზის იყვნენ დადანაშაულებულნი სუბიექტურობაში მთავრობის სასარგებლოდ და „ჯიბის ტელევიზიის“ სტატუსიც ხშირად მიუკერებიათ მათთვის, თუმცა ხარვეზებისდა მიუხედავად, რომელიც აგვისტოს ომისა თუ სხვადასხვა შიდასახელმწიფოებრივი ვნებათაღელვის დროს ინფორმაციის სწორი კუთხით გაშუქებას ეხება, ბუნებრივ პირობებში ეს ორი არხი მაინც შეიძლება ითქვას რომ მეტწილად ობიექტურობის ფარგლებში ჯდება. რაც შეეხება კავკასიას, თუ რუსთავი 2-სა და იმედს სამთავრობო გადახრაში ადანაშაულებენ, კავკასია მკვეთრად ოპოზიციური არხია, თუმცა კავკასიაში არც მალავენ ამას და არსებული ხელისუფლების ბოიკოტირების ფონზე განაგრძობენ ანტისამთავრობო ოპოზიციურ კამპანიას.