4/04/2011

რუსთავი 2-ის, იმედისა და კავკასიის ინტერნეტ გვერდების შედარება

  სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული ტელეკომპანიაა საქართველოში.
ხასიათდება ინფორმაციის სწრაფი და ობიექტური გაშუქებით და სწორედ ეს განაპირობებს მის პოპულარობას. რუსთავი 2 ამზადებს მრავალფეროვან და მაღალხარისხოვან ლიცენზირებულ პროგრამებს. ტელეკომპანია “იმედიც” პროგრამათა მრავალფეროვნებით ხასიათდება. სწრაფად და ამომწურავად აშუქებს ახალ ამბებს;   რუსთავი 2-სა და იმედს არც ტელეკომპანია კავკასია ჩამოუვარდება პოპულარობით. (პერიფერიასა და მითუმეტეს საქართველოს საზღვრებს გარეთ მას არ იცნობენ), თუმცა მის პოპულარობას სულ სხვა ფაქტორი განაპირობებს, იგი აკმაყოფილებს ოპოზიციური განწყობის ქართველი მაყურებლის მოთხოვნებს, რადგან ეხება იმ თემებს და სწორედ იმ კუთხით, როგორც სურს მთავრობაზე განაწყენებულ მოსახლეობას და არა ისე როგორც ჟურნალისტიკის სტანდარტები გულისხმობს... საინტერესოა განვიხილოთ ამ არხების ინტერნეტ მაუწყებლობაც.....


LIVE - სამივე არხს გააჩნია პირდაპირი ეთერის ინტერნეტ ვარიანტი ვებ-გვერდზე.

WEB - რუსთავი 2-ს ვებ გვერდი ცოტა გადატვირთულია სხვადასხვა რეკლამებით და ბმულების დიდ რაოდენობას მოიცავს, თუმცა ძნელიც არაა სხვადასხვა თემებთან დაკავშირება, რომელიც მთავარ გვერზე ე.წ. "Headline"-ბის სახითაა წარმოდგენილი. იმედის ვებ-გვერდი შედარებით მარტივია და ადვილად აღსაქმელი, ვიზუალურადაც შედარებით სასიამოვნოდ გამოიყურება. ადვილად აღსაქმელია კავკასიის ვებ გვერდიც და ინტერფეისიც ნორმალურია, იგი მარტივია და არ არის გადატვირთული ფუჭი ინფორმაციითა თუ რეკლამებით.


ოპერატიულობა - რუსთავი 2 და იმედი ნამდვილად აკმაყოფილებს ოპერატიულობის სტანდარტს, ეს ორი არხი მსოფლიოს თუ საქართველოს შესახებ აქტუალურ ინფორმაციას სწრაფად და ხარისხიანად გვაწვდის, ინტერნეტ გვერდების საშუალებით, რომლებზეც ინფორმაცია ახლდება ყოველდღიურად. რაც შეეხება კავკასიას, ეს ტელეარხი გარკვეული თავისებურობით გამოირჩევა, იგი მომართულია ოპოზიციურ სეგმენტზე და შესაბამისად არა ზოგადად აქტუალურ, არამედ იმ ინფორმაციას გვაწვდის ოპერატიულად, რომელიც ამ სეგმენტს აინტერესებს, მოწოდების ფორმაც ნაკლებად უახლოვდება მსოფლიო ტელევიზიებში დამკვიდრებულ სტანდარტებს.



ციფრული მასალის გადმოცემის ხარისხი და სტუდიების ინტერფეისი - - სამივე არხს ნორმალური აქვს და 420p გაფართოებით გადმოიცემა. (თუმცა განსხვავება არის ფერების სიხშირესა და ხარისხში, რითიც რუსთავი 2 ყველას ჯობს, შემდეგ მოდის იმედი და ბოლოს კავკასია, თუმცა სერიოზული არსებითი განსხვავება არ შეიმჩნევა )რუსთავი 2-სა და იმედის ვიდეო გრაფიკა დაახლოებით ერთნაირია და კავკასიას ამ კომპონენტში მცირედით ჯობნის. უკეთესია სტუდიების და წამყვანების ვიზუალური მხარეც, თუმცა შევთანხმდეთ, რომ ეს არ განსაზღვრავს ინფორმაციის შინაარსსა და ხარისხსს.


ობიექტურობა - მეცნიერების უმრავლესობა, რომელიც მედიასფეროს იკვლევს თანხმდება, რომ აბსოლიტურად ობიექტური მაუწყებლობა თითქმის გამორიცხულია, თუნდაც იმიტომ რომ ერთი და იგივე მოვლენას ყველა ადამიანი თავისებურად ხედავს და სხვადასხვა ტელევიზია სხვადასხვა კუთხით აშუქებს, თუმცა არსებობს გონიერების ზღვარი სიცრუესა და სიმართლეს შორის, რომელსაც ტელევიზიები უნდა იცავდნენ. რუსთავი 2 და იმედი მრავალგზის იყვნენ დადანაშაულებულნი სუბიექტურობაში მთავრობის სასარგებლოდ და „ჯიბის ტელევიზიის“ სტატუსიც ხშირად მიუკერებიათ მათთვის, თუმცა ხარვეზებისდა მიუხედავად, რომელიც აგვისტოს ომისა თუ სხვადასხვა შიდასახელმწიფოებრივი ვნებათაღელვის დროს ინფორმაციის სწორი კუთხით გაშუქებას ეხება, ბუნებრივ პირობებში ეს ორი არხი მაინც შეიძლება ითქვას რომ მეტწილად ობიექტურობის ფარგლებში ჯდება. რაც შეეხება კავკასიას, თუ რუსთავი 2-სა და იმედს სამთავრობო გადახრაში ადანაშაულებენ, კავკასია მკვეთრად ოპოზიციური არხია, თუმცა კავკასიაში არც მალავენ ამას და არსებული ხელისუფლების ბოიკოტირების ფონზე განაგრძობენ ანტისამთავრობო ოპოზიციურ კამპანიას.








No comments:

Post a Comment