5/06/2011



სოციალური ქსელების მიმართ დამოკიდებულება

 დღესდღეობით სოციალური ქსელები საკმაო პოპულარობით გამოირჩევა ახალგაზრდებში და არამარტო. . მათ სხვადასხვა ასაკის ადამიანები სხვადასხვა დანიშნულების მიხედვით იყენებენ. ბევრი ადამიანი მიეჯაჭვა ინტერნეტს. საინტერესოა თავად რას იტყვიან ამ საკითხთან დაკავშირებით. სოციალურ ქსელებზე რამდენიმე კითხვა დავუსვი 21 წლის მარი მათიაშვილს (სტუდენტს)

 1.გსმენიათ თუ არა რაიმე სოციალური ქსელების შესახებ
     -  რა თქმა უნდა მსმენია .

 2.
რომელი სოციალური ქსელები იცით?
   -   ბევრი ვიცი მაგრამ უპირატესობას fasebook-  ს ვანიჭებ.

 3.
იყენებთ თუ არა რომელიმე მათგანს?. თუ კიი- რამდენად ხშირად?
  -- კი, ყოველ დღე, დღეში საშუალოდ 3 საათი ვუზივარ . :D თან რაღაც "შეთრევა" იცის. ვეღარ ვეშვები ხოლმე. 

 4.
ენდობით თუ არა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციას?
  - ნაწილობრივ კი. ძირითადად სიმართლეს შეესაბამება ხოლმე იქ გამოქვეყნებულიინფორმაცია, მაგრამ ხან ისეთ ჭორებსაც ყრიან როო. . :D

 5.
რამდენად ხართ დამოკიდებული სოციალურ ქსელზე?
  - ვაღიარებ რომ დამოკიდებული ვარ :D გადაგდებას ვცდილობ , მაგრამ არ გამომდის :D

 6.
რა მიგაჩნიათ სოციალური ქსელების დადებით და უარყოფით მხარეებად
დადაბით მხარედ ის მიმაჩნია, რომ მეგობრებთან საკმაოდ ხშირი კონტაქტი მაქვს. ნუ თითქმის არ ვწყვეტ კავშირს :D თუმცა მეორეს მხრივ, ხშირად რო ელაპარაკები ადამიანს ინტერნეტით იმის მოთხოვნილება ნაკლებად გიჩნდება რო შეხვდე და ისე ელაპარაკო. ანუ იმდენად აღარ გენატრება რა : D (ნუ ჩემი აზრით)  

ქართული და უცხოური ტელეკომპანიების ვებ გვერდების შედარება




     CNN  1980 წელს ტედ ტერნერმა დააარსა. შესაბამისად, მისთვის პრიორიტეტული ახალი ამბებია. ინფორმაცია საიტზე ნამდვილად ბევრია. გამოყოფილია top - news, რაც საკმაოდ მოსახერხებელია მომხმარებლისათვის. აგრეთვე კატეგორიებად გამოყოფილია მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონი, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ყველა ახალი ამბავი ამ რეგიონთან დაკავშირებით. საიტზე ცალკეა განლაგებული 10 ყველაზე ცხელი თემა.  აქაც შეგვიძლია საკმაოდ ადვილად მოვიპოვოთ ყველა ინფორმაცია თემასთან დაკავშირებით . საძიებო სისტემაც გამართულად მუშაობს. აგრეთვე არის პირდაპირი ეთერის ტრანსლაცია.  საიტი არ არის გადატვირთული, ფოტოებიც საკმაოდ მაღალხარისხოვანია.          
      
 ტელეკომპანია ,,Discovery''-ის ვებ გვერდის დიზაინი სადაა, თვალისთვის კარგად აღსაქმელი, კატეგორიებად არის დაყოფილი, მასში ადვილია ინფორმაციის მოძიება, აქვს პროგრამა, ცალკე გამოყოფილია პოპულარული ვიდეოები.თუმცა  Discovery თემატურად განსხვავდება  BBC-სა და  CNN-ისგან, ის ძალიან საინტერესო და შემეცნებითი არხია .  






ბრიტანული ტელეკომპანიის საიტი  დახვეწილი დიზაინის და კარგად სტრუქტურირებულია. არ არის გადატვირთული ზედმეტი ფოტოებით. გამოყოფილია როგორც ცალკეული თემები, ასევე კონკრეტული რეგიონების მიხედვით დალაგებული ახალი ამბები. არის არქივი, რომლის საშუალებით იოლად შეგვიძლია მოვიპოვოთ ნებისმიერი ინფორმაცია.
  
ბი ბი სი-ის თავისი მისია შემდეგნაირად აქვს ჩამოყალიბებული: „ინფორმაციის მიწოდებაგანათლება და გართობა



უცხოურ ვებგვერდებზე ახალი ამბების გარდა გვხვდება ანალიტიკური და მიმოხილვითი სტატიები, ქართულ ვებგვერდებზე სამწუხაროდ ასეთი ტიპის სტატიები საერთოდ არ არის. კიდევ ერთი უპირატესობა, რომელიც უცხოურ ვებგვერდებზე აღმოვაჩინეთ იყო მნიშვნელოვანი მოვლენებისათვის ცალკე გამოყოფილი განყოფილება. საძიებო სისტემაც უფრო დახვეწილი და სრულყოფილია, რაც მომხმარებლისათვის უფრო მოხერხებულ სერვისს გულისხმობს.           

5/05/2011

ქართული ინტერნეტ ტელევიზიები

      ინტერნეტ ტელევიზია სატელევიზიო მომსახურების ინტერნეტით მიწოდებას გულისხმობს. ის აერთიანებს ორი ტიპის ტელევიზიას: ერთი, რომელიც ასლია ტრადიციული სატელევიზიო არხებისა (მათ IPTV-ს უწოდებენ ) და მეორე, რომელიც თავად ქმნის სატელევიზიო პროდუქტს. შესაძლოა, რომელიმე საიტს ორივე ეს ფუნქცია ჰქონდეს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, ისინი ერთმანეთისგან განცალკევეbulia.     ვებ სივრცეში პირველი ქართული  ინტერნეტ ტელევიზიების შესახებ განსხვავებულ აზრებს წააწყდებით. gevision.ge მიიჩნევს, რომ ის პირველი ინტერნეტ ტელევიზიაა, იგივე ამბიცია აქვს itv.ge-ს, ასევე პირველ ინტერნეტ ტელევიზიადაა ცნობილი kolkha.org  
kolkha.org კოლხური კულტურის საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით შეიქმნა და ეთერში 2007 წლის ბოლოს გავიდა. ტელევიზია ლაზური დიალექტის გადარჩენის მიზნით, ლაზურ ენაზე ლაზებისთვის მაუწყებლობდა. ამ დროისთვის საიტზე განახლებები არ არის, როგორც ჩანს, ტელევიზია აქტიურად 2007-2008 წელს მუშაობდა. გარდა სიუჟეტებისა, საიტზე ლაზურ დიალექტზე თარგმნილი ფილმები და მუსიკაა განთავსებული.
gevision.tv ტელეკომპანია "იმედიდან" წამოსულმა ჟურნალისტებმა 2007 წლის 8 ნოემბერს შექმნეს. ტელევიზია ექსკლუზიურ მასალაზე იყო ორიენტირებული. საიტის ადმინისტრაციას 24 საათიანი მაუწყებლობის სურვილი ჰქონდა, თუმცა ტელევიზიამ მუშაობა  2009 წლის 28 დეკემბერს, უსახსრობის გამო, შეაჩერა.
itv.ge შეიძლება ითქვას, ყველაზე წარმატებული ქართული ინტერნეტ ტელევიზიაა. ის 2009 წლის 31 მარტიდან ფუნქციონირებს. itv.ge „კავკასიის ინტერნეტ მედია 
ჯგუფის” ნაწილია, რომლის შემადგენლობაში შედის www.presa.ge და www.bp.ge.
tetrebi.org პირველი ქართული ინტერნეტ ტელევიზიაა, რომელიც პოლიტიკურ პარტიას ეკუთვნის. ის სულ ახლახან, 12 ოქტომბერს შეიქმნა თემურ შაშიაშვილის პარტიის "თეთრი მოძრაობის" მიერ. როგორც საიტზეა აღნიშნული, ტელევიზიის შექმნის მიზეზი ქვეყანაში არსებულმა სიტყვის თავისუფლების არქონა გახდა.

5/01/2011

YouTube ვიდეო ვებ-გვერდი


YouTube— ვიდეო ვებ-გვერდი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ატვირთონ და გაუზიარონ ერთმანეთს ვიდეოკლიპები. 2005 წლის თებერვალში, PayPal -ის სამმა ყოფილმა თანამშრომელმა შექმნა იუთუბი, ხოლო2006 წლის ნოემბერში გუგლმა შეიძინა იგი  და დღესდღეობით მუშაობს როგორც გუგლზე დაქვემდებარებული კომპანია. კომპანია იყენებს Adobe Flash Plaier და HTML5 ტექნოლოგიას მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული მრავალფეროვანი ვიდეომასალის გადმოსაცემად, მათ შორის: კინო და სატელევიზიო კლიპები, მუსიკალური კლიპები, ასევე სამოყვარულო მასალები, როგორებიცაა ვიდეო ბლოგირება და მოკლე ორიგინალური ვიდეოები. იუთუბზე ყველაზე მეტ მასალას ტვირთავენ ცალკე პიროვნებები,

დაურეგისტრირებელ მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ ვიდეოების ყურება, მაშინ როცა დარეგისტრირებულს შეუძლია ვიდეოების ატვირთვა განუსაზღვრელი რაოდენობით და მათზე კომენტარების დაწერა. ვიდეოებს, რომლებიც შესაძლოა შეიცავდნენ არასასიამოვნო ან შეურაცხმყოფელ შინაარსს, აქვს ნახვის შეზღუდვა 18 წლამდე. იმ ვიდეოების ატვირთვა, რომლებიც შეიცავენ ცილისწამებას,პორნოგრაფიას, საავტორო უფლების დარღვევასა და დანაშაულისკენ მოწოდებას, აკრძალულია იუთუბის სერვისის წესდებით
     იუთუბმა ყველას მისცა საშუალება წარედგინათ თავიანთი ვიდეო უდიდესი აუდიტორიისათვის, რომლებსაც ვიდეოს ნახვა შეეძლოთ რამდენიმე წუთში. იუთუბის მრავალფეროვანმა თემატიკამ ვიდეო გაზიარება ინტერნეტის კულტურის ყველაზე მნიშნელოვან ნაწილად გადააქცია.
   იუთუბს აკრიტიკებენ ბევრი ვიდეოს შეურაცხმყოფელი შინაარსის გამოცილისწამების, პორნოგრაფიის და კრიმინალის წამახალისებელი შინაარსის შემცველი ვიდეომსალის ატვირთვა იუთუბის მოხმარების წესებით აკრძალულია..
   იუთუბი მომხმარებლებს ანდობს თავად მონიშნონ შეუფერებელი ვიდეოები, რომელსაც შემდგომ იუთუბის მუშაკები გადახედავენ - არღვევს, თუ არა მასალა საიტის მოხმარების წესებს.2008 წლის ივლისში,გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის  კულტურისა და მედიის კომიტეტმა განაცხადა, რომმოხიბლული არ იყოიუთუბის მასალის-კონტროლის სისტემით და რომშინაარსის წინასწარი გადახედვა სტანდარტულ პრაქტიკად უნდა იქცეს იმგვარი საიტებისთვის, რომლებიც მომხმარებლის მიერ შექმნილ მასალას ათავსებენ.“ იუთუბი ამ განცხადებას შემდეგით გამოეხმაურა: „ჩვენ გვაქვს მკაცრი წესები საიტზე დაშვებულ მასალაზე და სისტემა საშუალებას აძლევს ყველას შეუფერებელი მასალის ნახვისას, შეატყობინოს 24/7 გადახევდის გუნდს და მოახდინოს რეაგირება მყისიერად. ჩვენ ვასწავლით ჩვენს საზოგადოებას წესებს და ვათავსებთ პირდაპირ ბმულებს იუთუბის ყველა გვერდიდან, მომხმარებლებისთვის ამ პროცესის მაქსიმალურად გასაადვილებლად. ჩვენ საიტზე ატვირთული მასალის მოცულობის გათვალისწინებით, ვფიქრობთ ეს არის ყველაზე ეფექტური გზა იმ მცირე ოდენობის ვიდეოების წაშლის უზრუნველსაყოფად, რომლებიც წესებს არღვევენ.“