YouTube— ვიდეო ვებ-გვერდი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ატვირთონ და გაუზიარონ ერთმანეთს ვიდეოკლიპები. 2005 წლის თებერვალში, PayPal -ის სამმა ყოფილმა თანამშრომელმა შექმნა იუთუბი, ხოლო2006 წლის ნოემბერში გუგლმა შეიძინა იგი და დღესდღეობით მუშაობს როგორც გუგლზე დაქვემდებარებული კომპანია. კომპანია იყენებს Adobe Flash Plaier და HTML5 ტექნოლოგიას მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული მრავალფეროვანი ვიდეომასალის გადმოსაცემად, მათ შორის: კინო და სატელევიზიო კლიპები, მუსიკალური კლიპები, ასევე სამოყვარულო მასალები, როგორებიცაა ვიდეო ბლოგირება და მოკლე ორიგინალური ვიდეოები. იუთუბზე ყველაზე მეტ მასალას ტვირთავენ ცალკე პიროვნებები,
დაურეგისტრირებელ მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ ვიდეოების ყურება, მაშინ როცა დარეგისტრირებულს შეუძლია ვიდეოების ატვირთვა განუსაზღვრელი რაოდენობით და მათზე კომენტარების დაწერა. ვიდეოებს, რომლებიც შესაძლოა შეიცავდნენ არასასიამოვნო ან შეურაცხმყოფელ შინაარსს, აქვს ნახვის შეზღუდვა 18 წლამდე. იმ ვიდეოების ატვირთვა, რომლებიც შეიცავენ ცილისწამებას,პორნოგრაფიას, საავტორო უფლების დარღვევასა და დანაშაულისკენ მოწოდებას, აკრძალულია იუთუბის სერვისის წესდებით.
იუთუბმა ყველას მისცა საშუალება წარედგინათ თავიანთი ვიდეო უდიდესი აუდიტორიისათვის, რომლებსაც ვიდეოს ნახვა შეეძლოთ რამდენიმე წუთში. იუთუბის მრავალფეროვანმა თემატიკამ ვიდეო გაზიარება ინტერნეტის კულტურის ყველაზე მნიშნელოვან ნაწილად გადააქცია.
იუთუბს აკრიტიკებენ ბევრი ვიდეოს შეურაცხმყოფელი შინაარსის გამო. ცილისწამების, პორნოგრაფიის და კრიმინალის წამახალისებელი შინაარსის შემცველი ვიდეომსალის ატვირთვა იუთუბის მოხმარების წესებით აკრძალულია..
იუთუბი მომხმარებლებს ანდობს თავად მონიშნონ შეუფერებელი ვიდეოები, რომელსაც შემდგომ იუთუბის მუშაკები გადახედავენ - არღვევს, თუ არა მასალა საიტის მოხმარების წესებს.2008 წლის ივლისში,გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის კულტურისა და მედიის კომიტეტმა განაცხადა, რომ „მოხიბლული არ იყო“ იუთუბის მასალის-კონტროლის სისტემით და რომ „შინაარსის წინასწარი გადახედვა სტანდარტულ პრაქტიკად უნდა იქცეს იმგვარი საიტებისთვის, რომლებიც მომხმარებლის მიერ შექმნილ მასალას ათავსებენ.“ იუთუბი ამ განცხადებას შემდეგით გამოეხმაურა: „ჩვენ გვაქვს მკაცრი წესები საიტზე დაშვებულ მასალაზე და სისტემა საშუალებას აძლევს ყველას შეუფერებელი მასალის ნახვისას, შეატყობინოს 24/7 გადახევდის გუნდს და მოახდინოს რეაგირება მყისიერად. ჩვენ ვასწავლით ჩვენს საზოგადოებას წესებს და ვათავსებთ პირდაპირ ბმულებს იუთუბის ყველა გვერდიდან, მომხმარებლებისთვის ამ პროცესის მაქსიმალურად გასაადვილებლად. ჩვენ საიტზე ატვირთული მასალის მოცულობის გათვალისწინებით, ვფიქრობთ ეს არის ყველაზე ეფექტური გზა იმ მცირე ოდენობის ვიდეოების წაშლის უზრუნველსაყოფად, რომლებიც წესებს არღვევენ.“
No comments:
Post a Comment