5/06/2011

ქართული და უცხოური ტელეკომპანიების ვებ გვერდების შედარება




     CNN  1980 წელს ტედ ტერნერმა დააარსა. შესაბამისად, მისთვის პრიორიტეტული ახალი ამბებია. ინფორმაცია საიტზე ნამდვილად ბევრია. გამოყოფილია top - news, რაც საკმაოდ მოსახერხებელია მომხმარებლისათვის. აგრეთვე კატეგორიებად გამოყოფილია მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონი, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ყველა ახალი ამბავი ამ რეგიონთან დაკავშირებით. საიტზე ცალკეა განლაგებული 10 ყველაზე ცხელი თემა.  აქაც შეგვიძლია საკმაოდ ადვილად მოვიპოვოთ ყველა ინფორმაცია თემასთან დაკავშირებით . საძიებო სისტემაც გამართულად მუშაობს. აგრეთვე არის პირდაპირი ეთერის ტრანსლაცია.  საიტი არ არის გადატვირთული, ფოტოებიც საკმაოდ მაღალხარისხოვანია.          
      
 ტელეკომპანია ,,Discovery''-ის ვებ გვერდის დიზაინი სადაა, თვალისთვის კარგად აღსაქმელი, კატეგორიებად არის დაყოფილი, მასში ადვილია ინფორმაციის მოძიება, აქვს პროგრამა, ცალკე გამოყოფილია პოპულარული ვიდეოები.თუმცა  Discovery თემატურად განსხვავდება  BBC-სა და  CNN-ისგან, ის ძალიან საინტერესო და შემეცნებითი არხია .  






ბრიტანული ტელეკომპანიის საიტი  დახვეწილი დიზაინის და კარგად სტრუქტურირებულია. არ არის გადატვირთული ზედმეტი ფოტოებით. გამოყოფილია როგორც ცალკეული თემები, ასევე კონკრეტული რეგიონების მიხედვით დალაგებული ახალი ამბები. არის არქივი, რომლის საშუალებით იოლად შეგვიძლია მოვიპოვოთ ნებისმიერი ინფორმაცია.
  
ბი ბი სი-ის თავისი მისია შემდეგნაირად აქვს ჩამოყალიბებული: „ინფორმაციის მიწოდებაგანათლება და გართობა



უცხოურ ვებგვერდებზე ახალი ამბების გარდა გვხვდება ანალიტიკური და მიმოხილვითი სტატიები, ქართულ ვებგვერდებზე სამწუხაროდ ასეთი ტიპის სტატიები საერთოდ არ არის. კიდევ ერთი უპირატესობა, რომელიც უცხოურ ვებგვერდებზე აღმოვაჩინეთ იყო მნიშვნელოვანი მოვლენებისათვის ცალკე გამოყოფილი განყოფილება. საძიებო სისტემაც უფრო დახვეწილი და სრულყოფილია, რაც მომხმარებლისათვის უფრო მოხერხებულ სერვისს გულისხმობს.           

No comments:

Post a Comment